Accentnews.ge
ავიაკომპანია Cyprus Airways ლარნაკა-თბილისი-ლარნაკას მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

ავიაკომპანია Cyprus Airways ლარნაკა-თბილისი-ლარნაკას მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

22/06/2023 09:17:37 ეკონომიკა

კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways ლარნაკა-თბილისი-ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 ივლისიდან შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Cyprus Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიანიჭა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S