Accentnews.ge
მედია: ჩინეთმა რუსეთი თვითმფრინავის წარმოების ერთობლივი პროექტიდან გააგდო

მედია: ჩინეთმა რუსეთი თვითმფრინავის წარმოების ერთობლივი პროექტიდან გააგდო

22/06/2023 09:05:21 მსოფლიო

რუსეთის მცდელობა, ჩინეთთან ერთობლივად სსრკ-ის დროიდან პირველი განიერფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი შეექმნა, ფიასკოთი დასრულდა. ჩინეთმა გამოაგდო რუსეთი ლაინერ CR929-ის პროექტოდან, რომლის ფარგლებში შესაქმნელ, 280 მგზავრზე გათვლილ თვითმფრინავს ბოინგისა და ეარბასისთვის უნდა გაეწია კონკურენცია.

ლე-ბურჟში გამართულ ავია-გამოფენაზე 50 მლრდ დოლარად შეფასებული თვითმფრინავი საკუთრივ ჩინეთის პროდუქციად იყო წარმოდგენილი, რომელშიც არც რუსეთს, არც გაერთიანებულ ავიამშენებელ კორპორაციას მიუღია მონაწილეობა, - წერს The Air Current.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ლაინერის სახელწოდებაში არსებული აბრევიატურაც კი პროექტის მონაწილე ქვეყნების სახელწოდებების პირველ ასოებს შეიცავს (C - China, R - Russia), ჩინელმა პარტნიორმა СOMAC-მა გადაწყვიტა, უარი ეთქვა გაერთიანებული ავიამშენებელი კორპორაციისთვის, რომელსაც თავდაპირველად უნდა შეექმნა ლაინერი და მონაწილეობა მიეღო ძრავების წარმოებაშიც.

დარგში მოღვაწე წყარომ დაუდასტურა The Air Current-ს, რომ რუსეთი პროექტიდან გარიცხეს და პეკინი მის რეალიზებას საკუთარი ძალებით გააგრძელებს.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ამის გამო მოსკოვისთვის დასავლური სანქციების დაწესების შემდეგ ჩინეთმა CR929-ისთვის რუსი სპეციალისტების ყველა გამოგონებაზე უარი თქვა და ისინი დასავლურით ჩაანაცვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S