მედია: ირანის დელეგაციამ ბელგიაში ვიზიტი ინფორმაციის შესაგროვებლად და აქტივისტების დასაშინებლად გამოიყენა
22/06/2023 08:59:06 მსოფლიო
ბელგიაში ირანისა და რუსეთის წარმომადგენლების ქვეყანაში მიწვევის ირგვლივ სკანდალი იზრდება: ცნობილი გახდა, რომ ირანულმა დელეგაციამ ვიზიტი ოპოზიციის აქტივისტების დასაშინებლად გამოიყენა,– წერს The Brussels Times ბელგიურ მედიასა და ირანულ საინფორმაციო სივრცეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით.
საუბარია "ურბანულ ფორუმზე", რომელიც ბრიუსელის ხელისუფლებამ გადასახადის გადამხდელების ხარჯზე უმასპინძლა. ბელგიური მხარის მიწვევით მათ თეირანის მერიიდან დაესწრო დელეგაცია.
გამოცემამ თეირანის მერის წარმომადგენლის მიერ მოგზაურობის შესახებ გაკეთებული კომენტარები თარგმნა, რომელთა შინაარსიც იძლევა შიშს საფუძველს, რომ დელეგაციის 14 წევრმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა ინფორმაციის მოსაგროვებლად და ხელისუფლების ოპონენტების დასაშინებლად, რომლებიც ამჟამად ბელგიაში იმყოფებიან.
კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ მათ გადაიღეს აქტივისტების სახეები, რომლებიც აპროტესტებდნენ თეირანის მერის ბრიუსელში ყოფნას.
ბელგიურმა მაუწყებელმა RTBF-მა გამოაქვეყნა მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი გადაღება მართლაც განხორციელდა ორი პირის მიერ, რომლებიც პროტესტანტებისგან მოშორებით იდგნენ. ერთ–ერთი თეირანის მერის წარმომადგენელია. ირანში დაბრუნებისთანავე მან ღიად ისაუბრა ამ ეპიზოდზე და თქვა, რომ თითქოს გადაღების მიზანი იყო ჩვენება, თუ რა მსორემასშტაბის იყო დემონსტრაცია.
მედიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ირანის დელეგაცია ბრიუსელში მიწვევისა და „თბილი დახვედრის“ ფაქტს გამარჯვებად წარმოაჩენს.
აქტივისტები შიშობენ, რომ ირანის ხელისუფლებამ შეიძლება, იდენტიფიცირება მოახდინოს ოპონენტების და დაემუქროს მათ ნათესავებს, რომლებიც ჯერ კიდევ ირანში ცხოვრობენ. ამის გამო პოლიციაში საჩივარი ირანული წარმოშობის ბელგიელმა დეპუტატმა დარია საფაიმ შეიტანა.
„მან (მერის წარმომადგენელმა) რამდენჯერმე გვიწოდა „ანტირევოლუციური ჯგუფი“. ასე მიწოდა მაგალითად, მე. ამ ტერმინს აქვს გარკვეული სამართლებრივი კონოტაცია - ასე ეძახდნენ რეჟიმის ოპონენტებს, რომლებსაც მისი დამხობა სურდათ 1979 წლის შემდეგ. ეს არის განაჩენი, რომლის მოსმენაც არავის სურს შარიათის „სასამართლოსგან", რადგან ის, როგორც წესი, სიკვდილით დასჯას გულისხმობს“, - თქვა საფაიმ.
თეირანის მერის სპიკერმა ასევე თქვა, რომ დელეგაციის ორი წევრი კონფერენციაზე მისვლამდე "ვითარების გასარკვევად იმყოფებოდა".
ამის სემდეგ ემიგრაციაში მყოფი ირანელი ოპოზიციისა და ბელგიელი დეპუტატების მხრიდან დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ კონტროლდებოდა საკამათო სტუმრების ყოფნა დედაქალაქში და ზიანი მიაყენა თუ არა ამ მოგზაურობას ეროვნულ უსაფრთხოებას.


