მედია: უოლესი NATO–ს გენმდივნის პოსტზე პრეტენზიას არ განაცხადებს ბაიდენის პოზიციის გამო
22/06/2023 07:06:03 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ნატოს მომავალი გენერალური მდივნის პოსტისთვის ბრძოლაზე,– იუწყება Sky News.
ტელეარხს მოჰყავს ციტატა უოლესის მიერ The Economist-ისთვის მიცემული ინტერვიუდან, სადაც მან ნატოს გენმდივნის პოზიციის დაკავების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
"ეს არ მოხდება. იქნებ მათ პრემიერ–მინისტრი სურთ", - თქვა მან.
არხის ცნობით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გააცნობიერა, რომ მისი იმედები, უხელმძღვანელოს ნატოს, გასულ კვირას გაქრა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უოლესის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
”ბაიდენს უბრალოდ არ სურდა, მხარი დაეჭირა დიდი ბრიტანეთისთვის”, - უთხრა არხს წყარომ თავდაცვის უწყებიდან.
არხის დიპლომატიური წყაროების ცნობით, ნატო იმედოვნებდა, რომ იპოვნიდა კანდიდატს, რომელიც იქნებოდა სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური - სასურველია ქალი.
ზოგიერთი წყარო ირწმუნებოდა, რომ რიგი ევროპული ქვეყნები უპირატესობას ანიჭებენ კანდიდატს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და არა დიდი ბრიტანეთიდან.
მედია ადრე იტყობინებოდა, რომ ნატოს მოკავშირეები ემხრობიან მოქმედი გენერალური მდივნისთვის უფლებამოსილების გახანგრძლივებას მემკვიდრის არჩევის სირთულეების გამო. იენ სტოლტენბერგს უფლებამოსილება შეიძლება, კიდევ ერთი წლით გაუგრძელდეს.


