Accentnews.ge
გაერო: კახოვკას კაშხლის ნგრევის შედეგად წყალმა ნაღმები შეიძლება, შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს

გაერო: კახოვკას კაშხლის ნგრევის შედეგად წყალმა ნაღმები შეიძლება, შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს

22/06/2023 06:45:22 მსოფლიო

გაეროს გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელმა პოლ ჰესლოპმა განაცხადა, რომ უკრაინაში, კახოვკას კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ შესაძლოა, ნაღმები შავი ზღვის მიმდებარე სანაპიროებზე ჩაიტანოს.

მისი თქმით, წყალი აგრძელებს დინებას და ნაღმებიც გადააქვს.

როგორც მან აღნიშნა, საფრთხეს წარმოადგენს საბჭოთა წარმოების მსუბუქი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი(ПФМ-1), რომლსაც „პეპელას“ უწოდებენ. პოლიეთილენის გარსის მქონე ნაღმი დაახლოებით 80 გრამს იწონის.

"სიმსუბუქის გამო, ამ ტიპის ნაღმები წყალმა შესაძლოა, დიდ მანძილზე წაიღოს, განსხვავებით მძიმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან", – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S