ყირიმი-ხერსონის დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქების შესახებ იუწყებიან
22/06/2023 06:20:39 მსოფლიო
ყირიმი-ხერსონის დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქების შესახებ იუწყებიან.
"უკრაინის არმიამ დარტყმა განახორციელა ჩონგარის ხიდზე. წუხანდელი დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებმაც საბრძოლო მასალის სახეობა უნდა დაადგინონ", – აცხადებს ყირიმის დე ფაქტო ლიდერი სერგეი აქსიონოვი.
უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორი ვლადიმირ სალდო აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა გამოიყენეს ბრიტანული წარმოების "Storm Shadow"–ს ტიპის რაკეტები. ამასთან, სალდოს თქმით, საუბარია არა ერთ ხიდზე, არამედ „ჩონგარის მახლობლად მდებარე ხიდებზე“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ხიდის აფეთქების შესახებ ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.


