ზელენსკი: სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ გვაქვს წინსვლა
22/06/2023 06:00:01 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრონტზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით წინ წაიწიეს.
„ფრონტი. სასტიკი ბრძოლები. სამხრეთი - ვანადგურებთ მტერს. დონეცკის ოლქი - ვანადგურებთ მტერს. კუპიანსკის მიმართულება - რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა - გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო! აღმოსავლეთში თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ“, - აცხადებს ზელენსკი.
მან უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა 21 ივნისს რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების გამო და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგის თითოეული საფრენი აპარატის განადგურება მნიშვნელოვანია.


