Accentnews.ge
კიევში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

კიევში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

22/06/2023 05:53:42 მსოფლიო

კიევში, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი გაზი აფეთქდა.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, მაშველებმა გადაარჩინეს 18 მობინადრე. 2 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება.

სრულად, ან ნაწილობრივ დანგრეულია 10 ბინა. აფეთქებით გამოწვეულ ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S