Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ში უკრაინის დაჩქარებულ მიღებას ემხრობა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ში უკრაინის დაჩქარებულ მიღებას ემხრობა

22/06/2023 05:49:05 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ნატო-ს წევრები მზად არიან, დააჩქარონ ალიანსში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის განხილვა.

ლონდონში უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ კონფერენციაზე საუბრისას კლევერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს კიევის იდეას, თავი აარიდოს განაცხადის ხანგრძლივ პროცესს.

ნატო–ში გასაწევრიანებლად ქვეყნების უმრავლესობამ უნდა გაიაროს ე.წ. ნატო–ს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) - ფორმალური პროცედურა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ პოტენციური წევრები აკმაყოფილებდნენ ალიანსის სტანდარტებს. თუმცა, ამ პროცესს შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინა უკვე ახორციელებს ბევრ რეფორმას, რომელიც ნატო–ში გასაწევრიანებლად არის საჭირო.

„ვფიქრობ, გაერთიანებული სამეფოს პოზიცია არის ის, რომ ის ძალიან, ძალიან დაუჭერდა მხარს იმას, რომ წევრობის სამოქმედო გეგმიდან უფრო შორს წავიდეთ, იმის გათვალისწინებით, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადები ამას არ მოითხოვდა. უკრაინელებმა ბრძოლის ველზე თავიანთი ქმედებებით აჩვენეს არმიის რეფორმებისადმი თავიანთი ერთგულება. და მე ვფიქრობ, რომ ნატოს ყველა მოკავშირე აღიარებს ამას,“ თქვა კლევერლიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S