
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს დაესწრო
21/06/2023 19:04:34 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო- პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს დაესწრო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ცნობით, აღნიშნული მატჩით უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა.
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.