პეკინი: აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სი ძინპინის „დიქტატორად“ მოხსენიება პოლიტიკური პროვოკაციაა
21/06/2023 17:47:03 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის „დიქტატორად“ მოხსენიება პოლიტიკური პროვოკაციაა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანმა მაო ნინიმ განაცხადა.
პეკინში გამართულ ბრიფინგზე მან ამერიკის ლიდერის კომენტარებს „უპასუხისმგებლო“ უწოდა:
"ეს ეწინააღმდეგება ძირითად ფაქტებს და დიპლომატიურ პროტოკოლებს, სერიოზულად ლახავს ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას და პოლიტიკურ პროვოკაციას წარმოადგენს".


