Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინის ჯარების კონტრიერიში სასურველზე უფრო ნელა მიმდინარეობს

ზელენსკი: უკრაინის ჯარების კონტრიერიში სასურველზე უფრო ნელა მიმდინარეობს

21/06/2023 17:10:04 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში უკრაინამ ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში რვა სოფელი გაათავისუფლა, კონტრშეტევა სასურველზე უფრო ნელია. ამის შესახებ მან BBC–ს განუცხადა.

„ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ჰოლივუდის კინოფილმია და შედეგებს ახლავე მოელის. ასე არ არის. აქ ადამიანების სიცოცხლე დევს ფსონზე“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, წინსვლის ნელი ტემპის ერთ-ერთი მიზეზი არის რუსეთის ჯარების მიერ ფართო ტერიტორიების დანაღმვა:

"რუსეთმა უკრაინაში 200 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიები დანაღმა".

სამხედრო ექსპერტები ბოლო თვეების განმავლობაში აღნიშნავენ, რომ იმ პირობებში, როცა უკრაინას უარი ეთქმება მისთვის საჭირო იარაღზე, მათ შორის გამანადგუებლებსა და უფრო დიდ რადიუსში მოქმედ რაკეტებზე, ძნელი იქნება სწრაფი და ეფექტიანი კონტრშეტევის იმედის ქონა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S