პარიზში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად16 ადამიანი დაშავდა, მათგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია
21/06/2023 16:48:42 მსოფლიო
პარიზში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
დასავლური მედიის ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში აფეთქების გამო რამდენიმე შენობას ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო ერთი შენობის ფასადი ჩამოინგრა.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.


