Accentnews.ge
პარლამენტთან მაღაროელების პროტესტი გრძელდება

პარლამენტთან მაღაროელების პროტესტი გრძელდება

21/06/2023 16:27:27 საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს.

"თითოეულ თქვენგანს სულ მალე დაგინახავთ, თვალებაკერილ ადამიანს მებრძვიან, სულ მალე ავახელ თვალს და მაშინ დადექით ჩემ წინ. რამდენმა უნდა ავიკეროთ თვალები და გადავიჭრათ ვენები, რომ ჩვენი მთავრობიდან გამოვიდნენ და დაგვხედონ", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას.

ოთხმა მაღაროელმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დღეს უვადო შიმშილობა დაიწყო.

მაღაროელების განცხადებით, შიმშილობა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე კომპანიის მხრიდან მათ მიერ დაყენებული მინიმალური მოთხოვნები არ შესრულდება.

მე-16 დღეა, ჭიათურელი მაღაროელები ჭიათურის მერიის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ და კარვები აქვთ გაშლილი. პარალელურად, მაღაროელები აქციას მართავენ თბილისშიც. მათი მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S