
მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
21/06/2023 15:55:03 საზოგადოება
მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.