
მაშველებმა ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაცვლილი იპოვეს
21/06/2023 13:56:13 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ შროშასთან მუშა გარდაცვლილი იპოვეს. კაცს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
არსებული ინფორმაციით, კაცი მშენებარე ხიდიდან გადავარდა და წყალმა წაიღო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.