Accentnews.ge
სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია

სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია

21/06/2023 13:22:38 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაიშვილმა ეროვნული მუზეუმიდან კურატორ ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება უკანონოდ სცნო და მუზეუმს ყოფილი თანამშრომლისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა.

სასამართლოში ლიკა მამაცაშვილის ინტერესებს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირები იცავდა. მისი ცნობით, "ეს არის მე-11 სასამართლო პროცესი, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ".

"სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილოს სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროფკავშირები ავრცელებს.

ლიკა მამაცაშვილი ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში მყოფი თბილისის ისტორიის მუზეუმიდან (ქარვასლა) 2022 წლის 3 ივლისს გაათავისუფლეს. იმ დროისთვის იგი დროებითი გამოფენების კურატორის თანამდებობას იკავებდა. მუზეუმმა ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა, თავად მას კი ჰქონდა განცდა, რომ კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის საქმიანობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო დაითხოვეს სამსახურიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S