
ერთ–ერთი მოშიმშილე მაღაროელი კლინიკაში გადაიყვანეს
21/06/2023 13:16:12 საზოგადოება
შიმშილობის მე-10 დღეს, ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა.
იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შესაბამისი ინფორმაცია სოციალურ ქსელში „მაღაროელის” გვერდზე ვრცელდება.
მე-16 დღეა, ჭიათურელი მაღაროელები ჭიათურის მერიის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ და კარვები აქვთ გაშლილი. პარალელურად, მაღაროელები აქციას მართავენ თბილისშიც. მათი მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.