ბრიტანული "ტაიფუნები" რუსულ მოიერიშეებს აედევნენ
21/06/2023 12:44:47 მსოფლიო
სამეფო საჰაერო ძალების ცნობით, "ტაიფუნის" ტიპის ავიაგამანადგურებლები აედევნენ რუსულ მოიერიშეებს, რომლებიც ნატო–ს საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაადგილდებოდნენ.
"ნატო–ს საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში ესტონეთში მყოფი "ტაიფუნები" აედევნენ რუსულ Tu-134 ტიპისა და ორ Su-27 ტიპის მოიერიშეებს, რომლებიც ნატო–ს საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაადგილდებოდნენ. რუსული თვითმფრინავები არ აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო ნორმებს, რადგან ვერ დაუკავშირდნენ შესაბამის ფრენის საინფორმაციო რეგიონებს (FIR)", – იუწყება სამეფო საჰაერო ძალები.
შეგახსენებთ, რომ სგავსი ინციდენტი 9 ივნისსაც დაფიქსირდა.


