Accentnews.ge
ჯამალამ ჩრდილოეთ ამერიკაში უკრაინისთვის 2 მილიონი გრივნა შეაგროვა

ჯამალამ ჩრდილოეთ ამერიკაში უკრაინისთვის 2 მილიონი გრივნა შეაგროვა

21/06/2023 12:43:38 მსოფლიო

უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი ტურნეს დროს უკრაინისთვის 2 მილიონზე მეტი გრივნა შეაგროვა.

მომღერალმა ამერიკელ და კანადელ აუდიტორიას წარუდგინა საკუთარი სიმღერები ელექტრონული ინტერპრეტაციით.

ჯამალამ სულ 11 სხვადასხვა ქალაქი მოინახულა: ფილადელფია, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ტორონტო, მონრეალი, მინეაპოლისი, ვანკუვერი, სიეტლი, სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი და ორლანდო.

გარდა საკუთარი სიმღერებისა, მან მოამზადა ლოტები საქველმოქმედო აუქციონებისთვის, რომლებსაც ატარებდა ყოველი კონცერტის დროს.

„როდესაც ვთქვი, რომ ამერიკაში გასტროლებზე მივდიოდი და აუქციონებს გავაკეთებდი, გამოვფენდი კაბებს, სათვალეებს, სამკაულებს და ა.შ. მეგობრებსაც ვთხოვე ლოტები გამოეყოთ. იყო გამოხმაურება. შეიძლება ითქვას, რომ ჩემოდნნებით შეგროვდა "ლოტები",– თქვა მომღერალმა.

მთლიანობაში, ტურის განმავლობაში, მომღერლის გუნდმა მოახერხა 2 მილიონზე მეტი გრივნის შეგროვება უკრაინის დასახმარებლად. თანხა, ჯამალას თქმით, სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდს გადაირიცხება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S