Accentnews.ge
TI: სასამართლომ "რუსთავი 2"-დან გიორგი გაბუნიას გათავისუფლება უკანონოდ სცნო

TI: სასამართლომ "რუსთავი 2"-დან გიორგი გაბუნიას გათავისუფლება უკანონოდ სცნო

21/06/2023 12:01:41 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთვარი არხის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გაბუნიას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან გათავისუფლება უკანონოდ სცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI), რომელიც ჟურნალისტის უფლებებს იცავდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ გააუქმა მისი არხიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება (თუმცა აღდგენა არ დაუვალებია) და ტელეკომპანიას დააკისრა კომპენსაციისა და მიუღებელი შემოსავლის გადახდა დააკისრა.

23 მაისს სასამართლომ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის კიდევ ერთი ყოფილი თანაშრომლის დიკო ჯოჯუას სარჩელი.

2019 წელს რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის შემდეგაც ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2-ის" 100%-იანი წილი გადაიფორმა. წილების გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს. არხიდან წასულმა და გათავისუფლებული ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა, მათ შორის გიორგი გაბუნიამ, მუშაობა დაიწყო "მთავარ არხზე", რომელიც "რუსთავი 2-ის" ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. გაბუნია გვარამიას დაკავების შემდეგ დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S