Accentnews.ge
ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირს უკრაინასთან მიმართებით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირს უკრაინასთან მიმართებით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია

21/06/2023 11:26:58 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირს უკრაინასთან მიმართებით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. ამის შესახებ მან უკრაინაში ინვესტირების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

"მოდით, მომავალზეც ვისაუბროთ. მე ვთვლი, რომ ევროპის კავშირს საგანგებო პასუხისმგებლობა აკისრია. უკრაინელები გვეუბნებიან, რომ, როცა თავიანთ მომავალს წარმოიდგენენ, ისინი ხედავენ მათი ქალაქების თავზე მოფრიალე ევროპის დროშას. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა იქნება ჩვენი კავშირის წევრი", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში გამართულ უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S