Accentnews.ge
საია: მოქალაქე TikTok-ზე კრიტიკული ვიდეოს გამო სამართალდამრღვევად ცნეს, სახიფათო ტენდენციაა

საია: მოქალაქე TikTok-ზე კრიტიკული ვიდეოს გამო სამართალდამრღვევად ცნეს, სახიფათო ტენდენციაა

21/06/2023 11:06:19 საზოგადოება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების პრაქტიკებში გამოიკვეთა ახალი, სახიფათო ტენდენციები, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება".

"თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსისგამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. ვიდეო ამ სათაურით იყო - „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“. ვიდეოს ავტორი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ. პროტესტი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ", – აცხადებს ქურდოვანიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S