Accentnews.ge
ოთხმა მაღაროელმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო

ოთხმა მაღაროელმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო

21/06/2023 09:50:25 საზოგადოება

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა ოთხმა პირმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უვადო შიმშილობა დაიწყო.

ერთ-ერთის განცხადებით, შიმშილობა მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანიის მხრიდან მათ მიერ დაყენებული მინიმალური მოთხოვნები არ შესრულდება.

ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დღეს 19:00 საათზე მივიდნენ პარლამენტის შენობასთან, რათა ერთად დაიცვან შრომითი უფლებები.

დღეს მაღაროელების პროტესტის მე-15 დღეა. გაფიცული მაღაროელების ნაწილი უკვე მე-10 დღეა, შიმშილობს. 18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი ვენები გადაიჭრა. ისინი ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

მაღაროელების ნაწილმა თბილისში, პარლამენტთან, მიზნით, რომ გააგონოს საკუთარი ხმა, მათ შორის, ხელისუფლებას, 19 ივნისს გადმოინაცვლა. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც უერთდებიან და სოლიდარობას გამოხატავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S