გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე 30-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტმა აღიარა
21/06/2023 07:22:27 მსოფლიო
სლოვაკეთის პარლამენტმა გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
"უკრაინაში შიმშილობა, ჰოლოკოსტთან ერთად, ევროპის კონტინენტზე კაცობრიობის წინააღმდეგ ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა. ამას მოჰყვა მილიონობით უკრაინელის, მათ შორის ქალების სიკვდილი. ეს იყო ცინიკურად დაგეგმილი და სასტიკად განხორციელებული საბჭოთა რეჟიმის მიერ სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის პოლიტიკის გასატარებლად და უკრაინის მოსახლეობისა და მათი ეთნიკური იდენტობის ჩახშობის მიზნით", - აცხადებენ სლოვაკი დეპუტატები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პარლამენტს გადაწყვეტილებისთვის.
გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე 30-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტმა აღიარა. 2023 წლის გაზაფხულზე ამ შინაარსის რეზოლუციები მიიღეს ბელგიაში, ისლანდიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.
გოლოდომორი საბჭოთა რეჟიმის მიერ 1932-33 წლებში ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი იყო, რომელსაც სავარაუდოდ 3.5 – 5 მილიონი უკრაინელი ემსხვერპლა.


