Accentnews.ge
ჯო ბაიდენი სი ძინპინს დიქტატორს უწოდებს

ჯო ბაიდენი სი ძინპინს დიქტატორს უწოდებს

21/06/2023 06:52:19 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს დიქტატორს უწოდებს, - იუწყება BBC.

კერძოდ, ბაიდენმა გაიხსენა აშშ-ის მიერ ჯაშუში ბუშტის ჩამოგდების გამო აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა და აღნიშნა, რომ სი ძინპინი ამ გარემოებებმა დააბნია.

„მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან განაწყენდა, როდესაც ჯაშუშური აღჭურვილობით სავსე ეს ბუშტი ჩამოვაგდე, ის იყო, რომ მან არ იცოდა, რომ იქ იყო. დიქტატორებისთვის დიდი უხერხულობაა, როდესაც არ იცის, რა მოხდა“, - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინსა და ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. როგორც განიმარტა, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვა იყო. ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ სი ძინპინმა განაცხადა, რომ გარკვეული პროგრესი მიიღწა. ბლინკენის თქმით, ორივე მხარე ღიაა მოლაპარაკების გასაგრძელებლად.

ბუშტი სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ამერიკულმა გამანადგურებელმა 4 თებერვალს ჩამოაგდო.ინციდენტმა დიპლომატიური დავა გამოიწვია და მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთში მოგზაურობა გააუქმა.

მედიის ცნობით, ჩინურმა ბუშტმა, რომელმაც წლის დასაწყისში აშშ-ს თავზე რამდენჯერმე გადაუფრინა, სამხედრო ბაზებიდან სადაზვერვო მონაცემების შეგროვება მოახერხა. თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოახერხეს ბუშტისთვის დაზვერვის ცნობების შეგროვების შეზღუდვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S