Accentnews.ge
პენტაგონი: უკრაინას NATO-ში გაწევრიანების საკუთარი გზა ექნება

პენტაგონი: უკრაინას NATO-ში გაწევრიანების საკუთარი გზა ექნება

21/06/2023 06:40:41 მსოფლიო

უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა და დასძინა, რომ ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამჟამად პენტაგონი ორიენტირებულია, უკრაინას ჰქონდეს ის, რაც დღეს ბრძოლის ველზე სჭირდება:

„ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაზეც ჩვენ აქ, დეპარტამენტში ვართ ორიენტირებული, არის ის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას დღეს ბრძოლის ველზე სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთგული ვართ მისი გრძელვადიანი ძალისხმევის მიმართ, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა ახლა ორიენტირებულია უსაფრთხოების პაკეტებზე, რომლებსაც ჩვენ ვაწვდით და იმაზე, თუ რისი მიწოდება შეგვიძლია მათთვის ბრძოლის ველზე და რა სჭირდებათ მათ დაუყოვნებლივ“.

იხილეთ ასევე: Le Monde: საფრანგეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S