Accentnews.ge
რუსული წყაროები მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსული წყაროები მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

21/06/2023 06:10:34 მსოფლიო

რუსულენოვანი ტელეგრამ-არხები 21 ივნისს მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებიან.

მათი ცნობით, აფეთქებები იყო ლუკინოსა და ნარო-ფომინსკის რაიონებში, სადაც რუსეთის სამხედრო ნაწილებია დისლოცირებული.

კრემლის მიერ კონტროლირებული „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ რადიოლექტრონული ბრძოლის საშუალებებით 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს მოსკოვის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ლუკინოსთან მდებარე მინდორში და მოსკოვის ოლქში, ტამანის დივიზიის დისლოკაციის რაიონში. რუსეთის არმიის ეს დივიზია ნარო-ფომინსკის რაიონშია განთავსებული.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი ამბობს, რომ დილით ორი აპარატი ჩამოაგდეს სამხედრო ნაწილის საწყობებთან მიახლოებისას. ვორობიოვის ცნობით, შემთხვევის რაიონში სპეცსამსახურები მუშაობენ.

გუბერნატორის და სააგენტო „ტასის“ წყაროს მტკიცებით, დრონების აფეთქებას არცერთი ობიექტი არ დაუზიანებია და არავინ დაშავებულა, აპარატების ფრაგმენტები კი ექსპერტიზისთვის გაიგზავნა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის.

„დღეს, აღკვეთილ იქნა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე სამი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში და დასძენენ, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S