
სამხედრო, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
21/06/2023 06:04:49 საზოგადოება
ჯარისკაცი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
15 ივნისს თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.
ის თავდაპირველად ახალციხის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმე იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.