Accentnews.ge
პენტაგონი: "უკრაინას მძიმე ბრძოლები ელის, იქნება დანაკარგები, მაგრამ მას წარმატების მიღწევა შეუძლია"

პენტაგონი: "უკრაინას მძიმე ბრძოლები ელის, იქნება დანაკარგები, მაგრამ მას წარმატების მიღწევა შეუძლია"

20/06/2023 21:26:38 მსოფლიო

პენტაგონი მიიჩნევს, რომ უკრაინულ ძალებს გააჩნიათ საჭირო საშუალებები, რათა უზრუნველყონ საკუთარი ქმედებების წარმატება.

პენტაგონის სპიკერის საბრინა სინგხის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ყოველდღიურად „იქცევა გაჭიანურებულ ბრძოლებად, როგორც ეს იყო ბახმუტში“.

"ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლები რთული იქნება. ვიცით, რომ ამას დრო დასჭირდება. და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინელებს აქვთ ის, რაც მათ სჭირდებათ: მათ აქვთ საბრძოლო ძალა და კონტრშეტევითი ოპერაციების წარმატების უნარი", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

პენტაგონის სპიკერმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირას "რამშტეინის" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, რომლის მონაწილეებმაც კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტების შესახებ განაცხადეს:

„ვთვლით, რომ უკრაინას მივაწოდეთ ის სისტემები და საშუალებები, რომლებიც მათ ახლა სჭირდებათ საბრძოლო მოქმედებებისთვის. ჩვენ გვესმის, რომ ბრძოლა რთული იქნება. რუსები მოერგებიან, როგორც ამას აკეთებდნენ ომის დაწყებიდან. მაგრამ უკრაინელებიც ასევე მოერგებიან“, - დასძინა მან.

სინგხმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარების გაანგარიშებისას გაითვალისწინა უკრაინული მხარის დანაკარგები.

"ვიცოდით, რომ ბრძოლის ველზე დანაკარგები იქნებოდა. ეს ამ ომის სამწუხარო ნაწილია. მაგრამ, როგორც ვნახეთ, უკრაინელებმა ეს თავიდანვე გადალახეს", - დაასკვნა პენტაგონის სპიკერმა.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება იმაზე, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გარდამტეხი ომში. ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა კი ადრე განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ დაუწყია სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა, მაგრამ თავდაცვის ძალების პირველი ოპერაციები რამდენიმე მიმართულებით მისი „ზომიერი დასაწყისია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S