Accentnews.ge
ლაზარე გრიგორიადისის მამამ პირი და თვალი ამოიკერა

ლაზარე გრიგორიადისის მამამ პირი და თვალი ამოიკერა

20/06/2023 17:12:48 საზოგადოება

მარტის აქციების საქმეზე დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის მამამ პროტესტის ნიშნად პირი და თვალი ამოიკერა. ამ წუთებში პარლამენტთან გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქტივისტის მამის – ბექა გრიგორიადისის თქმით, აქცია- "არა რუსულ მთავრობას", 2 კვირის წინ პარლამენტის შენობის წინ დაიგეგმა, თუმცა მას შემდეგ რაც 19 ივნისს ტერიტორია გაფიცულმა მაღაროელებმა დაიკავეს, მან აქციის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S