Accentnews.ge
ჰანტერ ბაიდენმა გადასახადების განზრახ გადაუხდელობის თაობაზე ორი ბრალდება აღიარა

ჰანტერ ბაიდენმა გადასახადების განზრახ გადაუხდელობის თაობაზე ორი ბრალდება აღიარა

20/06/2023 16:24:37 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟმა – ჰანტერ ბაიდენმა საშემოსავლო გადასახადების განზრახ გადაუხდელობის თაობაზე ორი ბრალდება აღიარა.

Reuters–ის ცნობით, სასამართლო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსთან გარიგების ფარგლებშია მიღებული.

ამასთან, შეთანხმების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენის მიმართ არ განხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებით, რომ 2018 წელს იარაღის ყიდვისას მან მოიტყუა, თითქოს ნარკოტიკები არ მოუხმარია.

როგორც BBC აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ ბრალდებული დათანხმდება მედიკამენტურ მკურნალობა–დაკვირვებას, ხოლო გარიგების პირობები, მაღალი ალბათობით, მას ციხეს გადაარჩენს.

ასევე აღნიშნავენ, რომ საქმე ეხება 2017 და 2018 წლებში გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებულ წვრილმან სამართალდარღვევებს და რომ ყველა ეს თანხა უკვე სრულად არის დაფარული.

მიღწეული შეთანხმება ახლა მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს.

ჯო ბაიდენმა მხარდაჭერა გამოუცხადა შვილს, რომელიც დათანხმდა დანაშაულის აღიარებას. „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და პირველ ლედის უყვართ და მხარს უჭერენ თავიანთ შვილს, ვინაიდან ის აგრძელებს თავისი ცხოვრების აღდგენას. ჩვენ სხვა კომენტარი არ გვექნება,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც 20 ივნისს გამოქვეყნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S