Edison Research: პარტიების პოლიტიკური რეიტინგები
20/06/2023 16:06:10 პოლიტიკა
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 5%–იან საარჩევნო ბარიერს გარანტირებულად მხოლოდ ორი პარტია გადალახავდა. კერძოდ, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ქართული ოცნება - 37%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 25%
- საქართველოსთვის - 6%
- ლეიბორისტული პარტია - 5%
- ლელო - 4%
- გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%
- ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 3%
- სტრატეგია აღმაშენებელი - 3%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 3%
- დროა - 2%
- ალტ ინფო - 2%
- მოქალაქეები - 2%
- ხალხის ძალა - 2%
- ევროპული საქართველო - 1%
- პატრიოტთა ალიანსი - 1%
ამავდროულად, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს – 63%-ს პარლამენტში უმრავლესობით ახალი პარტია(ები)–ს ხილვა სურს. კერძოდ, კითხვაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გსურთ, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში - 63%
- ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში - 37%
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ოპოზიციური პარტიები უკეთ გაუმკლავდებიან უკრაინის დახმარებას, კრიმინალს, ევროკავშირში გაწევრიანებას, ფასების ზრდას. ხმები თანაბრად ნაწილდება უმუშევრობასა და რუსების მიგრაციაზე. დარჩენილ საკითხებში (ოკუპირებული ტერიტორიები, გარემო, ჯანდაცვა) უპირატესობა მმართველ გუნდს აქვს.
- უკრაინის დახმარებას - ოპოზიცია 57%, ქართული ოცნება 43%
- კრიმინალს - ოპოზიცია 56%, ქართული ოცნება 44%
- ევროკავშირში გაწევრიანებას - ოპოზიცია 55%, ქართული ოცნება 45%
- ფასების ზრდას - ოპოზიცია 53%, ქართული ოცნება 47%
- უმუშევრობას - ოპოზიცია 50%, ქართული ოცნება 50%
- რუსების მიგრაციას - ოპოზიცია 50%, ქართული ოცნება 50%
- განათლებას - ოპოზიცია 49%, ქართული ოცნება 51%
- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს - ოპოზიცია 49%, ქართული ოცნება 51%
- გარემოს - ოპოზიცია 47%, ქართული ოცნება 53%
- ჯანდაცვას - ოპოზიცია 45%, ქართული ოცნება 55%
გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.


