Accentnews.ge
რუსეთში, დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

რუსეთში, დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

20/06/2023 15:28:18 მსოფლიო

რუსეთში, ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, დენთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 12 ადამიანი.

„ბაზას“ ცნობით, აფეთქება მე-3 საამქროში მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

პროპაგანდისტული "ტასი" რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე „მოხდა აფეთქება, რასაც აალება მოჰყვა“.

როგორც ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ ეგოროვმა განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, საუბარი არ არის დივერსიაზე და რომ აფეთქების მიზეზი „ადამიანური ფაქტორი“ იყო.

ტამბოვის დენთის ქარხანა სახელდება ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოდ საბრძოლო მასალისა და სპეციალური ქიმიის მრეწველობაში. როგორც იუწყებიან, ის აწარმოებს პიროქსილინის დენთებს ყველა სახის იარაღისთვის, ყველა კალიბრის საარტილერიო სისტემებისთვის, რომლებიც არის სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ავიაციის შეიარაღებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S