Accentnews.ge
მოქალაქე: თბილისში 3 არასრულწლოვანი ტაილანდელ კაცს ფიზიკურად გაუსწორდა

მოქალაქე: თბილისში 3 არასრულწლოვანი ტაილანდელ კაცს ფიზიკურად გაუსწორდა

20/06/2023 14:22:01 საზოგადოება

მოქალაქე სოციალური ქსელის მეშვეობით იუწყება, რომ სამი არასრულწლოვანი ასაკოვან ტაილანდელ კაცს თავს დაესხა.

მისივე ცნობით, შემთხვევა 19 ივნისს თბილისში, გია აბესაძის ქუჩაზე მოხდა.

"კაცი იყო ტაილანდური მასაჟის და რესტორნის მფლობელი, ყველანაირი კონფლიქტის გარეშე დაელაპარაკნენ, თუმცა ერთ-ერთმა არასრუწლოვანმა ტაილანდელ კაცს დაარტყა, რის შედეგადაც დავარდა და სისხლი სდიოდა ცხვირიდან, პირიდან, ნიკაპიდან, დაკარგა გონება და ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება და ისიც კი არ ვიცით, გადარჩება თუ არა. გვჭირდება სოციალური მედია, რათა შევძლოთ ამ მოზარდების ჯგუფის იდენტიფიკაცია, რათა სხვაც არ ჩააგდონ იგივე მდგომარეობაში", - წერს მოქალაქე და ფოტოებს აქვეყნებს.

შსს–ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ–ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S