ლუკაშენკომ საქართველოს მაგალითი პროპაგანდისთვის გამოიყენა
20/06/2023 13:48:49 მსოფლიო
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ საქართველოს ОДКБ–ს ბაზარზე დაბრუნება სურს. ამის შესახებ მან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„აი, საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას: მობეზრდათ დასავლური დაპირებები და სურთ, ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ მათ [დასავლეთის – რედ.] ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია იყოფა და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. და ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. ეს არის ჩვენი ოსტატური ბაზარი", - განაცხადა ლუკაშენკომ.


