Accentnews.ge
Edison Research: გამოკითხულთა 79% ე.წ. ქოლცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა

Edison Research: გამოკითხულთა 79% ე.წ. ქოლცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა

20/06/2023 13:48:15 საზოგადოება

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 65%-ს ე.წ. ქოლცენტრების შესახებ სმენია.

35% კი შეკითხვას, სმენიათ თუ არა ე.წ. ქოლცენტრების შესახებ, უარყოფითად პასუხობს.

რაც შეეხება შეკითხვას, ემხრობით თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნას ე.წ. ქოლცენტრების საკითხის გამოსაძიებლად, შედეგები ასე ნაწილდება:

  • კი - 79%
  • არა - 21%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S