Accentnews.ge
ლუკაშენკო: "ОДКБ-ს მიმართ სომხეთის პრეტენზიები გამართლებულია"

ლუკაშენკო: "ОДКБ-ს მიმართ სომხეთის პრეტენზიები გამართლებულია"

20/06/2023 13:39:02 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დღეს მინსკში ОДКБ-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ორგანიზაციას ზოგჯერ სამართლიანად აკრიტიკებენ კონკრეტული პრობლემების გადაუჭრელობის გამო.

„მაგალითად, ყირგიზეთი დიდი ხანია ითხოვს დახმარებას ტაჯიკეთთან კონფლიქტის მოგვარებაში. გამართლებულია სომხეთის პრეტენზიები. თუ ჩვენ ამ პრობლემებს არ მოვაგვარებთ, მაშინ ОДКБ-ს ქვეყნები ყოველთვის უსაყვედურებენ ერთმანეთს, გამოთქვამენ უკმაყოფილებას ორგანიზაციის მუშაობით. ამიტომ, როგორც არ უნდა გადავუხვიოთ ან მოვტრიალდეთ, უნდა ჩავუღრმავდეთ ОДКБ-ს ქვეყნების პრობლემებს და ვეძიოთ გამოსავალი. არის პრობლემები, არის ამოცანები, ისინი უნდა გადაწყდეს, რაც არ უნდა რთული იყოს. ხოლო ჩვენ ზოგჯერ, მათი სირთულის გამო არ გვინდა მოგვარება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

სომხეთმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ერევანმა ორგანიზაციას მოსთხოვა, დაგმო აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე 2022 წლის სექტემბერში შეჭრა. ОДКБ–მ მოთხოვნა არ შეასრულა. სომხეთმა ამ დაძაბულობის კვალდაკვალ გააუქმა ОДКБ–ს წვრთნები თავის ტერიტორიაზე და შემდეგ უარი თქვა ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის კვოტაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S