Accentnews.ge
Edison Research: გამოკითხულთა 61%-ის აზრით, აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირება სამართლიანია

Edison Research: გამოკითხულთა 61%-ის აზრით, აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირება სამართლიანია

20/06/2023 13:29:55 საზოგადოება

Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% ფიქრობს, რომ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება სამართლიანია. კვლევის თანახმად, 39%-ს ეს არასამართლიანად მიაჩნია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S