Accentnews.ge
Edison Research: გამოკითხულთა 63%-ის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები ძალიან/ნაწილობრივ ეფექტიანია

Edison Research: გამოკითხულთა 63%-ის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები ძალიან/ნაწილობრივ ეფექტიანია

20/06/2023 13:27:37 საზოგადოება

Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალიან ან ნაწილობრივ ეფექტიანია. ამ კითხვაზე პასუხები დეტალურად ასე გადანაწილდა:

ძალიან ეფექტურია/შედეგიანია - 18%;

ნაწილობრივ ეფექტიანია/შედეგიანია - 45%;

არ არის ეფექტური/შედეგიანი - 37%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S