Accentnews.ge
Edison Research: გამოკითხულთა 61%-ის აზრით, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს

Edison Research: გამოკითხულთა 61%-ის აზრით, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს

20/06/2023 13:20:01 საზოგადოება

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს.

კითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ნიკა გვარამია, პასუხები ასე ნაწილდება:

  • კი - 61%
  • არა - 39%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S