Accentnews.ge
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ

20/06/2023 12:30:23 საზოგადოება

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობის პარალელურად სკანდირებენ: „ჭიათურას გაუმარჯოს!“

მსვლელობის შემდეგ ისინი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდებიან, სადაც აქცია განახლდება. მსვლელობის დაწყებამდე მათ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს მიმართეს, არ დაიკავონ აღნიშნული ტერიტორია.

„პოლიტიკურ ძალებს გთხოვთ, ნუ დაიკავებთ ამ ტერიტორიას, რაც ჩვენ ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ჭიათურელმა მაღაროელებმა წუხანდელი ღამე პარლამენტის წინ კარვებში გაატარეს. 40 მათგანი ჭიათურიდან თბილისში გუშინ ჩამოვიდა. მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S