Accentnews.ge
"ქართული კინო საფრთხეშია": 17:00 საათზე კინოცენტრის თანამშრომლები აქციას გამართავენ

"ქართული კინო საფრთხეშია": 17:00 საათზე კინოცენტრის თანამშრომლები აქციას გამართავენ

20/06/2023 11:22:02 საზოგადოება

დღეს 17:00 საათზე კინოცენტრის თანამშრომლები აქციას სახელწოდებით "ქართული კინო საფრთხეშია" გამართავენ. პროტესტის მონაწილეები კინოცენტრის ახალდანიშნულ დირექტორ კობა ხუბუნაიასთან შეხვედრას და რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

აქცია კინოცენტრის შენობასთან გაიმართება, ხოლო 18:00 საათზე ისინი პარლამენტთან მაღაროელების აქციას შეუერთდებიან.

"ერთ კვირაზე მეტია, კინემატოგრაფისტები უშედეგოდ ვითხოვთ შეხვედრას კინოცენტრის ახალდანიშნულ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნაიასთან, რადგან მის მიერ დაწყებული რეორგანიზაციის პროცესის გაუმჭვირვალობა აღძრავს ეჭვებს და ატარებს კინოს ცენზურისა და ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს.19 ივნისს, ჩვენ კობა ხუბუნაიას მივმართეთ ფორმალური წერილითაც და ჩვენთანშესახვედრად, სამშაბათს, 20 ივნისის 18:00 სთ-მდე მივეცით ვადა. ასევე მოვითხოვეთ, შეხვედრის საჯაროობა და მისი გადაცემა ლაივ რეჟიმში ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან “ქართული კინო საფრთხეშია”.კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის მიმართ ჩვენი უნდობლობა კიდევ უფრო გაამძაფრა 19 ივნისს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს ლეგიტიმურ პროტესტს და უკვე დაუფარავად დევნის თავისუფალ შემოქმედებით აზრს.ჩვენი მოთხოვნებია:1. შეჩერდეს მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.2. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყოს ინიციატორი იმისა, რომ კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე; დაიწყოს კინოცენტრის მართვის ისეთ ფორმაზე მუშაობა, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფს კინოცენტრის დემოკრატიულ, ავტონომიურ და ჰორიზონტალურ ფუნქციონირებას; მოვალეობის შემსრულებელი თავად იყოს გარანტი პროცესის საჯაროობისა, რომელიც წარიმართება სფეროს წარმომადგენლებთან ღია და მჭიდრო თანამშრომლობით.სამშაბათს, 20 ივნისს, 17:00 სთ-ზე კინოცენტრის წინ ვიკრიბებით აქციაზე ქართული კინოს დასაცავად!18:00 საათიდან ვუერთდებით მაღაროელების აქციას პარლამენტის წინ!", - ნათქვამია კინოცენტრის თანამშრომლების განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S