Accentnews.ge
თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია

თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია

20/06/2023 11:10:48 საზოგადოება

თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია, თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა.

შესყიდვების სააგენტოზე ატვირთულია დოკუმენტები, რომლშიც ტრანსპორტის მახასიათებლებზეა ინფორმაცია მითითებული:

  • ავტობუსების რაოდენობა - 160;
  • ერთეულის ფასი - 1 618 759 ლარი;
  • მწარმოებელი - MAN;
  • მოდელი - MAN Lion's City 18C;
  • გამძლეობა - 12 წელი და 1 020 000 კმ;
  • გამოშვების თარიღი - 2023 წელი;
  • სიგრძე - 18,06 მეტრი;
  • სიგანე - 2,55 მეტრი;
  • სიმაღლე - 3,34 მეტრი;
  • კარების რაოდენობა - 4 (შიდაგაღების ორფრთიანი);
  • იატაკი: მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
  • ტევადობა: 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, შშმ პირებისთვის 1 ეტლის ადგილი);
  • მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ;
  • შესაძლებლობა: შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
  • ფერი: დამკვეთთან შედარებით სამ ფერში;
  • გათბობა-გაგრილება: ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გახსნა;
  • ელექტრონული მოწყობილობები: WiFi (2 SIM სლოტი) - 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, USB დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.

ტენდერში გამარჯვებულია კომპანია "თეგეტა მოტორსი". მან სატენდერო ფასზე 1716 ლარით იაფად შესთავაზა მერიას ავტობუსი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S