Accentnews.ge
General Electric-მა რუსეთში გაზის ტურბინების მომსახურება შეწყვიტა

General Electric-მა რუსეთში გაზის ტურბინების მომსახურება შეწყვიტა

20/06/2023 10:51:02 მსოფლიო

აშშ-ის გაფართოებული სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ, 19 ივნისიდან ამერიკულმა კომპანია General Electric-მა რუსეთის თბოელექტროსადგურებში დამონტაჟებული საკუთარი წარმოების გაზის ტურბინების მომსახურება შეწყვიტა.

"კომერსანტის" ცნობით, კომპანიამმ რუსეთში ტურბინის მონიტორინგის სისტემაზე წვდომა დახურა, პერსპექტივაში კი შესაძლოა, მისი ტურბინებისათვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებაც შეწყვიტოს.

რუსეთის ენერგეტიკულ სისტემაში General Electric-ის გაზის ტურბინების საერთო სიმძლავრე 5 გიგავატს, ხოლო ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 8 გიგავატს შეადგენს. მომსახურების შეწყვეტა ყველაზე კრიტიკულია ისეთის ძლიერი მოდელებისთვის, რომლებიც სურგუტის, შატურისა და შუა ურალის ჰიდროელექტროსადგურებში აყენია.

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ძალაში შევიდა, ამერიკულ კომპანიებს რუსეთში ვინმესთვის საინჟინრო მომსახურების გაწევას უკრძალავს.

მოსალოდნელია გადაწყვეტილება დასავლელი კოლეგების მიერ თანამშრომლობის სრული შეწყვეტის შესახებ, - პროგნოზირებს „კომერსანტი“.

ისინი განიხილავენ რუსეთში სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების წარმოების ლოკალიზების შესაძლებლობას. კერძოდ, "ინტერ რაოს" აქვს ერთობლივი საწარმო კომაანია GE-სთან, რუსული გაზის ტურბინები.

შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებიათ სანქციები, რომლებიც პირდაპირ კრძალავს გაზის ტურბინების კომპონენტების მიწოდებას რუსეთისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S