Accentnews.ge
მსოფლიო პატრიარქის სახლში მძარცველები შეიჭრნენ

მსოფლიო პატრიარქის სახლში მძარცველები შეიჭრნენ

20/11/2019 20:04:45 სხვა, მსოფლიო

სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს სახლში მძარცველები შეიჭრნენ. ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამი ნიღბიანი მძარცველი მსოფლიო პატრიარქის სახლში იმ დროს შეიჭრა, როდესაც სახლში მხოლოდ მოახლე ქალი იმყოფებოდა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მედია წერს რომ მძარცველებს არაფერი წაუღიათ.

კრიმინალური აქტი 16 ნოემბერს მოხდა. 

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლი სტამბოლის დაცულ რაიონში მდებარეობს. უცნობია, თუ როგორ შეძლეს მძარცველებმა სახლში ისე შეღწევა, რომ ისინი დაცვის სამსახურს არ შეუმჩნევია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S