Accentnews.ge
ყაზახეთი გერმანიისთვის ნავთობის მიწოდების გაზრდას გეგმავს

ყაზახეთი გერმანიისთვის ნავთობის მიწოდების გაზრდას გეგმავს

20/06/2023 10:30:03 მსოფლიო

ყაზახეთი აპირებს გაზარდოს ნავთობის მიწოდება გერმანიაში, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა.

„წლის დასაწყისში დავიწყეთ მცირე მოცულობებით (დაახლოებით 20 000 ტონა თვეში). ახლა, მიღწეული შეთანხმებების შედეგად, ჩვენ ვგეგმავთ, ყაზახური ნავთობის მიწოდების გაზრდას თვეში 100 000 ტონამდე "დრუჟბას" ნავთობსადენის მეშვეობით“, - განაცხადა სატკალიევმა.

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საუბარია მიწოდებაზე, რომელიც საცდელია როგორც ყაზახეთისთვის, ასევე გერმანიისთვის:

„ჩვენ ვიკვლევთ ნავთობის დიდი მოცულობის მიწოდების შესაძლებლობას. ამ მიწოდების შედეგებიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი მიწოდების მოცულობის ზრდაზე საუბარი“.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ყაზახეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტი ასევე გეგმავს ვიზიტს მანგისტაუს რეგიონში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყაზახეთ-გერმანული საინჟინრო ინსტიტუტის გახსნაში და მწვანე წყალბადის წარმოების ქარხანაში საცდელი ბურღვის დაწყების ცერემონიაში, რომელსაც შვედურ-გერმანული კომპანია Svevind განახორციელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S