
Edison Research: გამოკითხულთა 64%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
20/06/2023 10:24:59 საზოგადოება
Edison Research-ის კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 64%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 36% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.