
Edison Research: გამოკითხულთა უმეტესობის თქმით, უსაფრთხოებას დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა უზრუნველყოფს
20/06/2023 10:21:51 საზოგადოება
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის თქმით, საქართველოს უსაფრთხოებას დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა უზრუნველყოფს.
კითხვაზე, რომელ შემთხვევაში იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება უკეთ უზრუნველყოფილი, დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის შემთხვევაში, თუ რუსეთთან, შედეგები ასე განაწილდა:
- დასავლეთთან - 78%
- რუსეთთან - 13%
- არცერთთან - 9%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.