ირანში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მასობრივი შემთხვევბი დაფიქსირდა, არის მსხვერპლი
20/06/2023 10:20:11 მსოფლიო
ირანის ქალაქ ქერეჯში (ალბორზის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი) ფალსიფიცირებული ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.
საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს ცნობით, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ ალბორზ შეჰრამ სეიადს ეყრდნობა, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ინტოქსიკაციის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული 175 მაცხოვრებლიდან კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა.
ირანის ხელისუფლებამ 16 ივნისს განაცხადა, რომ კლინიკაში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი 95 ადამიანიდან 10 გარდაიცვალა.
გამოძიება ალკოჰოლური სასმელების გავრცელებაში მონაწილე პირების დასადგენად დაიწყო. დაკავებულია 6 პირი.


